GD Banner
პოლიტიკა

“ლელო” თბილისის ორგანიზაციას აფუძნებს

პარტია “ლელოს” ცენტრალურ ოფისში ბადრი ჯაფარიძისა და ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი გაიმართა. ლიდერებმა განაცხადეს, რომ ფუძნდება თბილისის ორგანიზაცია.

გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მსურველებს 19 ნოემბერს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ პროცესს, ასევე, გახდნენ ამ პროცესის მონაწილეები “ლელოს” ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლით.

“ლელო აფუძნებს თბილისის ორგანიზაციას, რომელიც შეარჩევს პოლიტიკურ და აღმასრულებელ შტოებს ამ ორგანიზაციის. დღეს, როცა თბილისი არის ურბანული კატასტროფის, კლანების ტყვეობის, ქართული ოცნების გავლენების ქვეშ, თბილისს სჭირდება განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა ამ უკანონობისადმი. სჭირდება ორგანიზაციული სიძლიერე, რასაც ლელო გთავაზობთ თქვენ, თბილისელებს და გთავაზობთ, რომ 19 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ დააკვირდეთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ და შიდაპარტიული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან პროცესს, თავად იყოთ ამ პროცესის მონაწილე ვისაც გაქვთ სურვილი და მოიაზრებთ თავს ამ ბრძოლის, წინააღმდეგობის და პროცესის თანამონაწილედ, გაქვთ შესაძლებლობა ლელოს ოფიციალურ გვერდზე გაიაროთ შესაბამისი რეგისტრაცია, დარეგისტრირდეთ დელეგატად და მონაწილეობა მიიღოთ ლელოს თბილისის ორგანიზაციის დაფუძნებაში”, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა