GD Banner
Uncategorized

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის თავდაცვის ძალებს ხერსონზე თავდასხმებზე სათანადო პასუხი ექნებათ

თავდაცვის ძალები რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვას სათანადოდ უპასუხებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი უშიშროების და თავდაცვის ძალები უპასუხებენ რუსეთის ჯარის იერიშებს ხერსონსა და მის სოფლებზე – იმგვარად როგორც ეს ყოველთვის ხდება“. – თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ 11 ნოემბერი ხერსონის განთავისუფლების წლისთავია.

ზელენსკის თქმით, გასულ დღეს ხერსონის განთავისუფლებაში მონაწილე ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირებისთვის სახელმწიფო ჯილდოსთან დაკავშირებულ განკარგულებას ხელი მოაწერა.

11 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონზე, მათ შორის კერძო სახლზე, რომელიც „ევროპული სოლიდარობის“ რეგიონული საბჭოს წევრის, იგორ იოსიპენკოს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით ხერსონის ოლქის პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,810 ნახვა