GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობის სახით, ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია ჩამოართვა სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, მისი მოგზაურობა უკვე აღარ არის ვიზიტი

სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს. საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, მისი მოგზაურობა უკვე აღარ არის ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, , პირველად საქართველოს ისტორიაში თანამდებობაზეა ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველ ხალხს.

„18 ოქტომბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, თორემ საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, ეს უკვე აღარ არის ვიზიტი, ასეთ მოგზაურობებს ამ მხრივ უნდა შევხედოთ.

მეორე საკითხია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახლა უკვე დანამდვილებით იცის, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამით აჩვენებს, რამდენად არ აქვს არანაირი ემოციური ბმა საქართველოს კონსტიტუციასთან და ქართველ ხალხთან, რომელმაც კონსტიტუცია დაადგინა და არანაირ პატივისცემა არ აქვს ჩვენი ქვეყნის საფუძვლების მიმართ. ეს არის მოცემულობა. ვფიქრობ, საკითხის მიმართ გადაჭარბებული დამოკიდებულება არ არის საჭირო. როგორც ჩანს, ასეთი მოგზაურობების მოწმე ვიქნებით, ვინაიდან, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვყავს თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე „ქართული ოცნების“ პირველი ნაბიჯი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართა, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი“, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ვერ გეტყვით. მგონი, ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. მთავარია, ფაქტი დადგინდა, რომ კონსტიტუცია დარღვეული იყო. ასევე, ფაქტია, რომ კონსტიტუცია კვლავ ირღვევა. ქართველმა ხალხმა საპარლამენტო უმრავლესობის სახით, ლეგიტიმაცია ჩამოართვა სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ვფიქრობ, საკითხს ზედმეტი გადაჭარბების გარეშე უნდა შევხედოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,060 ნახვა