GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ცალ მხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის ამ მიღწევას და მეორე მხარეს ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცობით, ებრძვის ამ გამარჯვებას

ცალ მხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ამ მიღწევას ჩვენი ქვეყნისა და მეორე მხარეს ვხედავთ სწორედ ამ ჯგუფს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცობით, რომელიც ებრძვის ამ [ევროკომისიის გადაწყვეტილებას] გამარჯვებას. ამის შემდეგ როგორი სტრუქტურა იქნება და რა საბჭო, რა მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გავიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს. „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის სტრუქტურებში და ადამიანებში, პრობლემაა მათ უპრინციპობაში და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ვხედავთ, რომ ცალ მხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის ამ მიღწევას და მეორე მხარეს ვხედავთ სწორედ ამ ჯგუფს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცობით, რომელიც ებრძვის ამ [ევროკომისიის გადაწყვეტილებას] გამარჯვებას. ამის შემდეგ როგორი სტრუქტურა იქნება და რა საბჭო, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ეს არის ანტიქართული ჯგუფი, რომელსაც ანტიქართული კამპანია აქვს გამართული უკვე წლებია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გამოდის ინიციატივით, პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც, მისივე თქმით, გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. მელია „ფეისბუქზე“ წერს, რომ ამ ინიციატივაზე ხელმოწერის საშუალება აქვს ყველას და ხელმოწერა, მისი თქმით, კონფიდენციალურია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,044 ნახვა