GD Banner
უცხოური მედია

პუტინმა 2022-2023 წლებში მკვლელობისთვის გასამართლებული 17 პირი შეიწყალა – Deutche Welle

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022-2023 წლებში მკვლელობისთვის გასამართლებული 17 პირი შეიწყალა. ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. გამოცემა „აგენტსტვო“-ს ცნობით, ომიდან დაბრუნებულმა რამდენიმე პირმა სხვა დანაშაულიც ჩაიდინა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო კემეროვოს მკვიდრის, ვლადისლავ კანიუსის გათავისუფლება, რომელიც მეგობარი ქალის სასტიკი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. მან ვერა პეტელევას 100-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. მეზობლებმა, რომელსაც ქალი ყვირილის ხმები ესმოდათ, პოლიციაში რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ სამართალდამცველები შემთხვევით ადგილზე არ მივიდნენ. პოლიციელებს გულგრილობისთვის პირობითი სასჯელები მისცეს, ხოლო მკვლელს 17 წელი მიუსაჯეს, მაგრამ უკრაინის ომში მონაწილეობის შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდა და თავისუფლებაზე იმყოფება.

პუტინის მიერ შეწყალებულ პირთა შორის არიან ისეთები, ვინც მკვლელობის შემდეგ ცხედრები დაანაწევრეს, ერთ-ერთ მოკლულს, 19 წლის ახალგაზრდა ქალას ორმა მკვლელმა თავში ბეისბოლის ჯოხი 60-ჯერ ჩაარტყეს.

„აგენტსტვოს“ ცნობით, ომიდან დაბრუნებულმა რუსმა სამხედროებმა ოფიციალური ინფორმაციით, 20-ზე მეტი მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, რომლის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.

გამოცემის ჟურნალისტების ცნობით, პუტინი დამნაშავეების შეწყალების საიდუმლო აქტებს აწერს ხელს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,905 ნახვა