GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე “ფრანს 24”- ის წამყვანის მიერ პრემიერისთვის “პრორუსის” წოდებაზე – “ფრანს 24” – თან პირდაპირი კავშირები აქვს რაფაელ გლუკსმანს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რუპორია, ასევე, ამ არხის თანამშრომელი წლების განმავლობაში იყო სალომე ზურაბიშვილის შვილი

„გაკვირვებული ვიქნებოდი “ფრანს 24”- ის წამყვანის შეფასებით, რომელმაც საქართველოს პრემიერს “პრორუსი” უწოდა, რომ არ ვხვდებოდე თუნდაც დედუქცია/ინდუქციის საფუძველზე თუ როგორ და ვისი დალაგებულია ეს თემა. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ფრანგული არხის თანამშრომელი წლების განმავლობაში იყო სალომე ზურაბიშვილის შვილი, რომელმაც დიდი ალბათობით დედის დავალებით პირდაპირ დაალაგა ის ამბავი, რაც ზურაბიშვილის სტუმრობის დროს ეთერში მოხდა.“ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, “ფრანს 24” – თან პირდაპირი კავშირები აქვს რაფაელ გლუკსმანს, ფრანგ ევროპარლამენტარს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რუპორია და თავის დროზე სააკაშვილის მრჩეველი იყო.

„ერთი კარგი ბარაქიანი ქართული ანდაზა მახსენდება, “არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითაო.” განაგრძობს სალომე ზურაბიშვილი წვრილწვრილ მაწაკობებს აქ თუ ქვეყნის გარეთ. გაკვირვებული ვიქნებოდი “ფრანს 24”- ის წამყვანის შეფასებით, რომელმაც საქართველოს პრემიერს “პრორუსი” უწოდა, რომ არ ვხვდებოდე თუნდაც დედუქცია/ინდუქციის საფუძველზე თუ როგორ და ვისი დალაგებულია ეს თემა. არ გაგიკვირდებათ,თუ გეტყვით, რომ ამ ფრანგული არხის თანამშრომელი წლების განმავლობაში იყო სალომე ზურაბიშვილის შვილი, რომელმაც დიდი ალბათობით დედის დავალებით პირდაპირ დაალაგა ის ამბავი, რაც ზურაბიშვილის სტუმრობის დროს ეთერში მოხდა. როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, “ფრანს 24” – თან პირდაპირი კავშირები აქვს რაფაელ გლუკსმანს, ფრანგ ევროპარლამენტარს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რუპორია და თავის დროზე სააკაშვილის მრჩეველი და მისგან გვარიანად ნაპატივცემი. ასეთი პაწია მედია-ჩხვლეტებით აგრძელებენ მავნებლობას ნაცსექტა და მისი გარე თუ შიდა მოკავშირეები.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა