GD Banner
პოლიტიკა

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დღეს, პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობის უზრუნველყოფას დაეთმობა. პარიზის მშვიდობის ფორუმი ეფუძნება იდეას, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა არსებითია მსოფლიო გამოწვევების დაძლევისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.

ფორუმი ყოველ წელს თავს უყრის მსოფლიო მმართველობის ყველა სუბიექტს – სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებსა და კომპანიებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა