GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი: ქვეყანაში Canvas-ის ჩამოყვანას, USAID-ს ვინმე ისეთი რომ ჩამოეყვანა, ვინც ამერიკის შარშანდელ არჩევნებზე ტრენინგებს ჩაგვიტარებდა – უფრო ლოგიკური და ნაყოფიერი იქნებოდა

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მოცემულ რეკომენდაციებს და აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ამ რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების გამოცდილების შესწავლით.

„ალბათ დადგა დრო დავიწყოთ საქართველოს მიმართ წამოყენებული ევრო-რეკომენდაციების განხილვა. აი მაგალითად, ამ ორიდან დავიწყოთ, სადაც საქართველომ უნდა:

გადადგას შემდგომი ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის მოსაგვარებლად, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიური მუშაობის გზით, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხებზე

უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად გაითვალისწინოს „ეუთო/ოდირის“ რეკომენდაციები. დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა, არჩევნების დღემდე საკმაოდ ადრე.

საქართველო მზადაა გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პირადი გამოცდილების შესწავლით. დღეს ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა, რაც 2022 წლის 8-9 ნოემბერს დასრულდა აშშ-ს შუალედური არჩევნები კონგრესში, როგორც დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, აზრის გამოხატვის თავისუფლების, პოლიტიკურ დეპოლარიზაციაში, საარჩევნო სისტემის სრულყოფილების “ეტალონი”. მოდით, იმასაც „გავანებოთ თავი“, რომ პენსილვანიის შტატში 85%-იანი შედეგით, 2022 წლის 9 ოქტომბერს ლიმფომით გარდაცვლილმა დემოკრატმა ენტონი (ტონი) დე ლუკამ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.

„დავივიწყოთ ასევე“, რომ ტენესსის შტატში ასევე გაიმარჯვა ოქტომბერში გარდაცვლილი რესპუბლიკელმა ბარბარა კუპერმა – ეს ხომ „წვრილმანებია“, მაგრამ რა ვუყოთ „ეუთო/ოდირის“ დასკვნებს… მსოფლიოში ავტორიტეტულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ერთი წლის წინ, სხვა მრავალ შენიშვნასთან ერთად, თავის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო მარათონი იყო „ძლიერ პოლარიზებული და დამძიმებული მკაცრი რიტორიკით, ხოლო ხშირ შემთხვევაში საარჩევნო ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ შექმნა არაკონკურენტული საარჩევნო ოლქები“. ქვეყანაში Canvas-ის ჩამოყვანას, USAID-ს ვინმე ისეთი რომ ჩამოეყვანა, ვინც ამერიკის შარშანდელ არჩევნებზე ტრენინგებს ჩაგვიტარებდა – უფრო ლოგიკური და ნაყოფიერი იქნებოდა,“ – წერს ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,057 ნახვა