პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული რეკომენდაციების შესასრულებლად რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობის პერსპექტივაა ძალიან ბუნდოვანია.
„ოპოზიციასთან თანამშრომლობის პერსპექტივაა ძალიან ბუნდოვანი, ვინაიდან უკვე ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე აყენებენ საკითხს, რომ თითქოს, ეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მიღებული ეს მშვენიერი გადაწყვეტილება არის ის მექანიზმი, რითაც ახლა მომავალში უნდა გააგრძელონ ბრძოლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. უკვე აქ იქმნება ისეთი წინააღმდეგობა, რომლის გადალახვას საკმაოდ სერიოზული რესურსი სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
Facebook Comments Box