GD Banner
საგარეო პოლიტიკა

მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება მივულოცე – ზელენსკი ზურაბიშვილს ესაუბრა

„მეგობრულ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება მივულოცე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მოგვილოცა. მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული ძალისხმევის დადებითი შეფასება ევროკომისიის მიერ.

მე მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის.

ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე“, – წერს ზელენსკი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,060 ნახვა