GD Banner
პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებულ ადამიანებს ეძებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრი” რობერტ კიუტი ავრცელებს.

მისი თქმით, გულრიფშის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ძალოვანი სტრუქტურები” შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს ეძებენ, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მონადირეებმა შეამჩნიეს.

კიუტმა აღნიშნა, რომ მონადირეების ცნობით, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს რამე საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნდათ.

“ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავადაუდოდ М-4 შაშხანებით, შავ ფორმაში, ნიღბებით, ჩაფხუტებით, კარგად ეკიპირებულნი. მათ ასევე დრონი გააჩნდათ, რომელიც ტერიოტორიაზე დაფრინავდა,” – განაცხადა კიუტმა, რომელსაც აფხაზური “სპუტნიკი” ციტირებს.

კიუტმა ასევე აღნიშნა, რომ სოხუმამდე ყველა მისასვლელი გადაკეტილია.

ერთ-ერთი რუსული ინტერნეტგამოცემა იტყობინება, რომ „აფხაზეთში საქართველოდან 50 კაციანი დივერსიული ჯგუფი შევიდა, რომლის მიზანია, ტერაქტის განხორციელება აფხაზეთის მთავრობის წინააღმდეგ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,044 ნახვა