უამრავ ქვეყანას გადავასწარით პოზიტიური მაჩვენებლებით, ამის გვერდის ავლა არ მოხდება არც ამ მოსალოდნელ მოხსენებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„გამორიცხულია, რომ კრიტიკა, შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები არ იყოს. ჩვენ ამან კი არ უნდა გაგვაღიზიანოს, პირიქით, სამუშაო რეჟიმში უნდა ვიყოთ მუდმივად. წინ გავიჭერით, უამრავ ქვეყანას გადავასწარით პოზიტიური მაჩვენებლებით. რა საკვირველია, ამის გვერდის ავლა არ მოხდება არც ამ მოსალოდნელ მოხსენებაში. ფაქტებს გვერდს ვერ ავუვლით“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება დღეს გამოქვეყნდება.
Facebook Comments Box