GD Banner
უცხოური მედია

Politico: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, – ამის შესახებ ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოცემა Politico იტყობინება.

მათივე თქმით, რამდენიმე საკითხზე, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისია გუშინ გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე შეთანხმდა.

რაც შეეხება მოლდოვა სა და უკრაინას, Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ კიშინიოვსა და კიევთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს – იმ პირობით, რომ ორივე ქვეყანა კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს გაატარებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ევროკომისია ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა იმაზე, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,036 ნახვა