უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, გენადი ჩასტიაკოვი კიევის რეგიონში, სოფელ ჩაიკაში, საკუთარ სახლში უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
როგორც ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელშ წერს, ჩასტიაკოვს დაბადების დღე ჰქონდა, ერთ-ერთ საჩუქარში კი ასაფეთქებელი იყო.
“დღეს, ავის დაბადების დღეზე, ოჯახის წრეში დაიღუპა ჩემი მეგობარი და დამხმარე, მაიორი გენადი ჩასტიაკოვი. ერთ-ერთ საჩუქარში უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო და აფეთქდა.
გენადის დარჩა მეუღლე და ოთხი შვილი. ჩემი ღრმა მწუხარება ოჯახს.
რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან გენადი ჩემი სანდო მხარი იყო, რომელმაც სიცოცხლე უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. მომხდარის გამომწვევი მიზეზები გამოძიებით დადგინდება”, – წერს ვალერი ზალუჟნი.
გენადი ჩასტიაკოვის ქვრივმა განაცხადა, რომ ყუმბარა საჩუქრის შეფუთვაში იდო, რომლის გახსნის შემდეგაც ის აფეთქდა.