GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი 7 ნოემბრის მოვლენებზე – სააკაშვილმა გამოიყვანა შეიარაღებული ძალები პარლამენტის ნებართვის გარეშე, რითაც, მან, გოგავამ და იმ გენერალიტეტმა, ვინც ეს ზეპირი ბრძანება შეასრულა, კეზერაშვილთან ერთად, კონსტიტუცია დაარღვიეს და ჯარი დაუპირისპირეს მშვიდობიან მოსახლეობას

ერთ რამეს ვითხოვდით მხოლოდ: თავისუფლებას და თავისუფალ არჩევანს, იმ დღეებში, სხვას არაფერს ვითხოვდით. რა თქმა უნდა, შემდეგ წამოვიდა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა. შემდეგ ეს მზაკვრული კომბინაცია ვითომ პრეზიდენტობიდან გადადგომის, მანამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, მანამდე ჯარის გამოყვანის, რაც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენაა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის ნებართვის გარეშე, ჯარის გამოყვანით და მშვიდობიან მოქალაქეებთან დაპირისპირებით, კონსტიტუცია დაარღვია და სწორედ ამის გამოა მის წინააღმდეგ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული.

„[სააკაშვილმა] გამოიყვანა შეიარაღებული ძალები პარლამენტის ნებართვის გარეშე, ამით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან და გოგავამ ერთად დაარღვიეს და იმ გენერალიტეტმა, ვინც ეს ზეპირი ბრძანება შეასრულა, კეზერაშვილთან ერთად და პირდაპირ დაუპირისპირეს მშვიდობიან მოსახლეობას. ამისთვის არის სწორედ აღძრული საქმე, ამისთვის არის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი დაკავებული. ამისთვის აგებს იგი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხს. ეს არის კანონის წინაშე თანაბრობის და თანაზიარობის უმთავრესი, შეუბღალავი პრინციპი, რომელზეც დგას დღეს ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ასეთი ადამიანების გათავისუფლებას გვთხოვენ მისი გულშემატკივრები, ნაცვლად იმისა, რომ მოენანიებინათ ეს ყველაფერი.“ – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა