GD Banner
პოლიტიკა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი- თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე ვერ მივედით

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, თამაზ გინტურის ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას და ჯერჯერობით მანქანამდე არ მისულან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვალერი თელიამ სოფელ კირბალში განუცხადა, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური აუცილებლად გაავრცელებს. გამოკითხულია ძალიან ბევრი მოწმე“, – განაცხადა ვალერი თელიამ.

კითხვაზე, არის თუ არა რაიმე სიახლე რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ლევან დოთიაშვილთან დაკავშირებით, თელიამ უპასუხა, რომ „ჯერჯერობით არაფერი“. მან, ასევე, უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მანქანა დაცხრილულია.

„ჯერჯერობით ჩვენ მანქანამდე არ მივსულვართ, მანქანა დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც კი გვექნება ავტომანქანასთან მისვლის, დათვალიერების საშუალება, ამის შემდეგ მოგახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მალე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ“, – განაცხადა ვალერი თელიამ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,047 ნახვა