GD Banner
პოლიტიკა

დიმიტრი პესკოვი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე – ინფორმაციას არ ვფლობ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“არა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არანაირი ინფორმაცია არ არის”, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,044 ნახვა