GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ შესახებ – ევროკავშირს ეხვეწებიან, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემთ, ისე მაინც გააკეთეთ, რომ შეუსრულებადი წინაპირობები დაურთეთო

ადამიანის სისხლზე და სიკვდილზე სპეკულაციის ხელოსნები, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პარტია „ლელოს“ მიერ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა „ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის” შედეგია.

ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პარტია „ლელოს“ წევრები ევროკავშირს ეხვეწებიან, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, შეუსრულებადი წინაპირობები დაურთონ.

„ადამიანის სისხლზე და სიკვდილზე სპეკულაციის ხელოსნები. აქ ბინძურ პროპაგანდას ხომ ეწევიან, იქ უარესს შვებიან. მათი წევრები ეხლა ამ წუთებში ბრიუსელში არიან და ევროკავშირს ეხვეწებიან, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემთ, ისე მაინც გააკეთეთ, რომ შეუსრულებადი წინაპირობები დაურთეთო.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა