ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, შეთქმულების თეორიების შეიძლება არ გჯეროდეს ადამიანს, მაგრამ როცა რაღაც-რაღაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, ცხადია კითხვები გიჩნდება. მისივე თქმით, ფაქტი ტრაგიკულია და საშინელი, თუმცა რამდენად შეეცდება ყველა პოლიტიკური მავნებელი თავის სასარგებლოდ ამ ტრაგედიის გამოყენებას ეს უფრო დასაგმობი იქნება.
“შეთქმულების თეორიების შეიძლება არ გჯეროდეს ადამიანს, მაგრამ როცა რაღაც-რაღაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, ცხადია კითხვები გიჩნდება. უკვე რამდენიმე დღეა, ყველა ვრწმუნდებით იმაში რომ კანდიდატის სტატუსი შესაძლოა მოგვცენ, მიუხედავად აქაური თუ იქაური მავნებლების მცდელობისა რომ არ მიგვეღო ეს „ჯადოსნური“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ასევე ვხედავთ, რომ ჯერ ყველა მავნებელი შეეცადა თავისი წვლილი წარმოეჩინა ამ საქმეში, მერე კი ახალი რამ მოიგონეს თითქოს და აუცილებლად დათქმებითა და ახალი ვალდებულებებით მივიღებდით სტატუს. ამ ყველაფრიდან რა გამოუვათ მავნებლებს ჯერ უცნობია (ალბათ არც არაფერი!), მაგრამ…რაღაც საეჭვოდ მაშველ რგოლად ისევ რუსეთი ევლინებათ, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ფაქტი ტრაგიკულია და საშინელი, თუმცა რამდენად შეეცდება ყველა პოლიტიკური მავნებელი თავის სასარგებლოდ ამ ტრაგედიის გამოყენებას ეს უფრო დასაგმობი იქნება”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.