GD Banner
კრიმინალი

პატიმრების გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობისათვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულს, ბრალს დღეს წარუდგენენ. სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მსჯავრდადებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისათვის ერთი პირი დააკავა. დაკავებული ფლობდა მსჯავრდადებულების მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, თუმცა მან აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. 2 ნოემბმერს იუსტიციის მინიტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,779 ნახვა