GD Banner
უცხოური მედია

მინისტრს, რომელმაც ღაზაში ატომური ბომბის ჩამოგდება ერთ-ერთ ვარიანტად დაასახელა, ნეთანიაჰუმ საქმიანობა შეუჩერა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საქმიანობა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა მისი მთავრობის კაბინეტის წევრს, მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს, რომელმაც „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ღაზას სექტორში ატომური ბომბის ჩამოგდება დაასახელა და თქვა, რომ „ღაზას სექტორში არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა განზე მდგომი მშვიდობიანი მოქალაქე“

Radio Kol Berama-სთან ინტერვიუში, მინისტრს ჰკიხეს,  „მართებული იქნებოდა თუ არა, ღაზას სექტორის თავზე ატომური ბომბის ჩამოგდება“, რაზეც მან უპასუხა – „ეს ერთ-ერთი ვარიანტია“. 

ისრაელის პრემიერ მინისტრი განუდგა ამიჩაი ელიაჰუს განცხადებას და სოციალური ქსელის საშუალებით დაწერა:

„მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს განცხადება არ ეფუძნება რეალობას. ისრაელი და ქვეყნის თავდაცვის ძალები საერთაშორისო უფლებების უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოქმედებენ, რათა ზიანი არ მიაყენონ უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ ასე გავაგრძელებთ გამარჯვებამდე“, – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში, რომელიც ისრაელის პრემიერი ოფიციალურ Twitter (X)-ზე გავრცელდა.

საკუთარი განცხადების განმარტებას შეეცადა ამიჩაი ელიაჰუ, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

„ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ განცხადება ატომური ბომბის შესახებ არის მეტაფორული. თუმცა, ნამდვილად ძლიერი და არაპროპორციული პასუხი უნდა გაეცეს ტერორიზმს, რომელიც ნაცისტებს და მათ მხარდამჭერებს მიახვედრებს, რომ ტერორიზმს აზრი არ აქვს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა