GD Banner
უცხოური მედია

ალექსეი არესტოვიჩი – მოქალაქეების რწმენაზე, რომ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა მეკისრება, იმ დროს შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ

მართალია, რიგითი მოქალაქეების რწმენაზე, რომ ჩვენ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა პირადად მე მეკისრება, თუმცა არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას, იმ დროს მე შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ამ ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში კიდევ ერთი წლის განმავლობაში თუ იქნება ისეთი პოლიტიკა, როგორიც ახლა არის, უკრაინამ ნატო უნდა დაივიწყოს.

„ბევრს ეწყინა, რომ ნატო-ს სანაცვლოდ ტერიტორია შევთავაზე, თუმცა მე სანაცვლოდ ტერიტორია არ შემითავაზებია, მაგრამ ბოლომდე არავინ კითხულობს. ასე რომ, პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, თუ კიდევ ექვსი თვე ან ერთი წელი ასეთი „წარმატებული“ პოლიტიკა გვექნება, როგორიც ახლა, შეგვიძლია, ნატო დავივიწყოთ. ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ ზოგიერთ გარანტიაზე გაწევრიანების გარეშე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, შეგიძლიათ, გაეცნოთ NBC-ის სტატიას. ერთი წლის შემდეგ კი, ესეც არ მოხდება. იქნება კიდევ ერთი მინსკის შეთანხმება ახალი სახელით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, გამოსწორდეს, იფიქრეთ ამაზე“, – წერს არესტოვიჩი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა