GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ნიკა მელია: მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მით უმეტეს არ მივიღებ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა

მიშამ თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მით უმეტეს არ მივიღებ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ წერს.

მისი თქმით, გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად დადის და სამართლიან კრიტიკას ლანძღვას ეძახის.

„მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით რააა !” ამ ხალხის საყურადღებოდ: თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მითუმეტეს არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.

მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო… ბნელ მხარეს გადავიდაო.
რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს…

ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშიებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის…
სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით“, – წერს ნიკა მელია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,060 ნახვა