GD Banner
უცხოური მედია

BBC: თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ისრაელი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს

ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ისრაელი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და დარწმუნებული იქნება, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმები აღარ განმეორდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით BBC წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

რაც შეეხება მძევლების გათავისუფლებას, BBC-ის წყაროს თქმით, 200-ზე მეტი ადამიანის გასათავისუფლებლად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. მისივე განცხადებით, მძევლების გასათავისუფლებლად საბრძოლო მოქმედებების შეჩერება იქნება საჭირო.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,918 ნახვა