GD Banner
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო კვირაში, როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება, ის საქართველოსთვის დადებითი იქნება

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო კვირაში, როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება, ეს ანგარიში საქართველოსთვის დადებითი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი კარგად ჩანს სტატისტიკაში, რომელი კანონისთვის აქვს ოპოზიციას ხმა მიცემული, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად იყო საჭირო.

„ოპოზიციის მიერ შეცვლილი რიტორიკა ალბათ, იმაზე მეტყველებს, რომ მათაც აქვთ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი. შესაბამისად ახლა ცდილობენ, რომ მატარებელს შეახტნენ და თვითონაც დაიწერონ ქულები, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რას აკეთებდნენ ისინი მთელი წელიწად ნახევრის განმავლობაში. ასევე, ეს ყველაფერი კარგად ჩანს სტატისტიკაში, რომელი კანონისთვის აქვთ ხმა მიცემული, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად იყო საჭირო“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,042 ნახვა