GD Banner
Uncategorized

„აეროსმიტის“ სოლისტ სტივენ ტაილერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

„აეროსმიტის“ სოლისტს, სტივენ ტაილერს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. BBC-ის ინფორმაციით, ქალი სახელად ჯინ ბელინო ამტკიცებს, რომ 1975 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო, სტივენ ტაილერმა მასზე ორჯერ იძალადა.

საქმეს ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლო განიხილავს. სარჩელის თანახმად, ჯინ ბელინო მანჰეტენზე მოდელად მუშაობდა, როდესაც მეგობარმა მას შესთავაზა ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ როკჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

ჯინ ბელინოს თქმით, როდესაც ისინი ქალაქში სეირნობდნენ, სტივენ ტაილერმა ის „სატელეფონო ჯიხურში ძალის გამოყენებით შეიყვანა და მოფერება დაუწყო – ქალის განცხადებით, ის ტაილერს ეწინააღმდეგებოდა და გამოსვლას ცდილობდა, რასაც როკჯგუფის სხვა წევრები და მათთან ერთად მყოფი სხვა პირებიც ხედავდნენ, თუმცა მას არავინ დახმარებია.

ბელინოს თქმით, მოგვიანებით, სასტუმროს ბარში სტივენ ტაილერმა ის კედელთან მიამწყვდია და „სექსის იმიტაცია დაიწყო“, მოგვიანებით კი დაურეკა და მის ნომერში ასვლა სთხოვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა