ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
“ჩვენმა ძალებმა სრულად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი”, – განაცხადა ჰაგარიმ.
მან აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს.
“ისინი ღაზადან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [მაგრამ] ჩვენ ფოკუსირებული ვართ ჰამასზე…
ტერმინი “ცეცლის შეწყვეტა” ამ მომენტში არ განიხილება”, – განაცხადა ჰაგარიმ.
Facebook Comments Box