„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობას, აგრეთვე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას შეეხო.
ირაკლი კობახიძემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
Facebook Comments Box