ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს თხოვნით მიმართეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რეფორმები არ არის განხორციელებული, შესაბამისად ძალიან რთულია კონსენსუსის მიღწევა. ჩვენ კვლავ, კიდევ ერთხელ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ევროკომისიის ქალ პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მივმართეთ, რათა საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაკარგოს“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
Facebook Comments Box