GD Banner
საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ხვალ, 3 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ფონიჭალის და სოღანლუღის წყალმომარაგების რეზერვუარებზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 3 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 3 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან 4 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში: ზემო ფონიჭალის, გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, სოფელ ფონიჭალასა და კრწანისს, რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, ვაგზლის, მარნეულის, ლომინაძის, სურგულაძის, ჟორდანიას, ღოღობერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,057 ნახვა