ძალიან მიხარია,ძალიან მიუხედავად იმისა რომ ამ ზაფხულს ინტერვიუზე უარი საოცარი მიზეზით მითხრა, პირდპირ შემომითვალა არ მოგცემთ ინტერვიუს მიშასთან ასოცირდებიო))))). … მაინც მიხარია,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას.
„წარმატებას კი არა უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მარტო იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა იქ სადაც თამაშობს, იმიტომ, რომ სასწაული მემართებ,ა როცა ათასობით ადამიანი სტადიონზე კვარაცხელიას ყვირის, იმიტომ, რომ ემიგრაციაში მყოფი ქურდბაცაცა თანამემამულეების საპირწონეს დებს.( დავაკონკრეტებ საერთაშორისო მედიაში არ ხვდებიან ისინი ვინ შრომობენ, შრომობენ და შრომობენ, მაგრამ ხვდებიან ისინი ვინც ქურდობა და ყაჩაღობს). იმიტომ რომ ამ ქვეყანაში უამრავი ბავშვისთვის მაგალითად იქცა და მოტივაციად, იმიტომ, რომ ნეგატივით სავსე ქვეყანაში ათასობით ადამიანს აბედნიერებს …. და ობიექტურად თუ შევხედავთ, სულ არ იცის ხვიჩა კვარაცხელიამ ვინაა მანანა მანჯგალაძე. აი საერთოდ და ამაზე კიდევ უფრო მეცინება, დარწმუნებული ვარ იმ დროს ბურთის გარდა არაფრით ინტერესდებოდა))) . რა ქნას ახლა აგენტი რომ ყავს ბნელი და კიდევ ვიღაცეები ახლო- მახლო. წარმატებები და გამარჯვები. საუკეთესო წამები- წუთები, გოლები და თამაშები წინ არის“,-წერს მანანა მანჯგალაძე.