GD Banner
უცხოური მედია

იოავ გალანტი: ყველა რანგის ტერორისტს ვურტყამთ, მებრძოლებიდან დაწყებული, მაღალი რანგის ტერორისტებით დამთავრებული

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ღაზის სექტორის საზღვარზე, სამხედროებთან შეხვედრის დროს, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება შეაჯამა. იოავ გალანტის ცნობით, ისრაელი ღაზაში ურტყამს ყველა რანგის ტერორისტს, რიგითი მებრძოლებიდან დაწყებული, მაღალი რანგის ტერორისტების ჩათვლით.

„ჩვენი ძალების აქტივობამ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს არის გადამწყვეტი, გაბედული ქმედებები. მაღალი დონის ურთიერთქმედებაა სახმელეთო და საჰაერო ძალებს შორის… ბრძოლის ველზე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევებია – ყველა რანგის ტერორისტს ვურტყამთ, მებრძოლებიდან დაწყებული, მაღალი რანგის ტერორისტებით დამთავრებული. ისრაელის თავდაცვის ძალები მიწისქვეშა გვირაბებს პოულობენ და იქიდან ტერორისტებს დევნიან. ამ მომენტისთვის, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის მიმდინარეობისას, ისრაელის თავდაცვის ძალების 15 ჯარისკაცი დაიღუპა“, – განაცხადა გალანტმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა