GD Banner
პოლიტიკა

ილონ მასკი- სოროსს სძულს კაცობრიობა

X-ის მფლობელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მილიარდერი ფილანტროპი ჯორჯ სოროსს კაცობრიობა სძულს. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა საოლქო პროკურორების არჩევა, რომლებიც კრიმინალს მფარველობენ, ან ზედმეტად რბილად ექცევიან.

 პოდკასტ The Joe Rogan Experience-ში საუბრისას, მასკმა განაცხადა, რომ სოროსი ეხმარება და აფინანსებს ასეთ პროკურორებს, რაც ნეგატიურად აისახება მრავალ ქალაქზე.

„ვფიქრობ, სოროსს ფუნდამენტურად სძულს კაცობრიობა“,-განაცხადა მასკმა. 

მისივე თქმით, სოროსის საქმიანობა ცივილიზაციის წინააღმდეგაა მიმართული და საოლქო პროკურორების  არჩევაში უხეში ჩარევა, რაც სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესის პრობლემად იქცა, სწორედ ამ ქმედებების ნაწილია.

მასკმა აღნიშნა, რომ ოლქის პროკურორები, რომლებიც კანონს არღვევენ, წარმოადგენენ მარტივ გზას კანონების თვითნებურად შეცვლის.

„სოროსი მიხვდა, რომ კანონების შეცვლაზე მარტივი გზაა კანონების უგულებელყოფა“,-განაცხადა ილონ მასკმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა