GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე გვარამიას მიერ პრეზიდენტისთვის სააკაშვილის შეწყალების თხოვნაზე: ერთი კრიმინალი მეორე კრიმინალს მესამე კრიმინალის შეწყალებას სთხოვს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ზურაბიშვილისთვის თავად არ უთხოვია შეწყალება, მაგრამ ახლა სთხოვს, მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ანჯაფარიძის შეფასებით, ნიკა გვარამიას ეს განცხადება ბედის ირონიაა, ვინაიდან „ერთი კრიმინალი მეორე კრიმინალს მესამე კრიმინალის შეწყალებას სთხოვს.“

„გუშინ ნიკა გვარამიამ პირდაპირი ეთერით სალომე ზურაბიშვილს სთხოვა სააკაშვილის შეწყალება. ბედის ირონია – ერთი კრიმინალი მეორე კრიმინალს მესამე კრიმინალის შეწყალებას სთხოვს,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,793 ნახვა