GD Banner
პოლიტიკა

თეონა აქუბარდია – იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემ წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია – ამას, ალბათ, გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუს-ს და „ოცნებას“ ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ

იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს,- ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას განცხადებას, რომ აქუბარდია „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარაა“.

აქუბარდია კოლეგას „ფეისბუზე“ გამოეხმაურა.

„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია „ოცნებას“ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან.

ამას, ალბათ, გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუს-ს და „ოცნებას“ ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“- წერს თეოან აქუბარდია.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

„ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე.

ბერაიას თქმითვე, აქუბარდია დეზინფორმაციის წყაროა.

„ქალბატონი აქუბარდია არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო, მარია ზახაროვას ანალოგი. ეტყობა, მისთვის დიდი პატივია, მარია ზახაროვას რომ ვადარებ, მაგრამ ეს ფაქტია. სამწუხაროა, რომ მან ჩვენს კომიტეტში, რომელმაც 4-ჯერ მისცა მის თავმჯდომარის მოადგილეობას ხმა, მან აირჩია კონფრონტაციის გზა და ამ გზაზე ჩამოყალიბდა არა ჩვეულებრივ, არამედ სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად. სამარცხვინო პოლიტიკოსად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, იყვნენ არა მხოლოდ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, არამედ ამ ადამიანებს კომიტეტთან მოახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ.

რეალურად, აქ არაა სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი, ან ოკუპაციაზე წუხილი, რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო ერთი წელია მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ ისაა, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციის მიზნით გამოყენების, ასევე მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღების და “გაფეისბუქების” საშუალება; აეროპორტების “ლაუნჯებში” შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება, ვინც იცნობს, კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობ. მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა