ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნებულ 2016 წლის დოკუმენტებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებულ ლობისტებზეც არის ინფორმაცია, სოციალურ ქსელში აფასებს.
ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, თუ რამდენად დიდი იყო ლობისტური კამპანიის მასშტაბები, ვინაიდან, ლობისტების სიაში ისეთი ცნობილი პირების გვარები ფიქსირდება, როგორიც ჯონ მაკკეინი და ადამ კიზინგერია.
„ეს FARA-ს 2016 წლის მონაცემებია, ნაცმოძრაობის მიერ აშშ-ში წარმოებული ლობისტურ (იკითხე მოსყიდვის) კამპანიაზე. თქვენ ნახავთ რა ფართოდ ჰქონდათ გაშლილი საცეცები აშშ-ს სხვადასხვა სტრუქტურებში, ხალხის ჯიბეებიდან ამოცლილი ფულის ხარჯზე. სხვათაშორის, “ნაცების” ფულზე შემჯდარ ბევრ ცნობილ და საინტერესო პერსონას აღმოაჩენთ, კინზინგერიდან დაწყებული მაკკეინით დამთავრებული ჩაიკითხეთ ბოლომდე! P.S. ახლახანს ადამ კინზიგერმა მისი პოლიტიკური მოგონებების წიგნი გამოსცა და ალბათ საქართველოზე ბევრი ექნება მოსაგონარი.“ – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.