GD Banner
Uncategorized

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის 2024 წლის იანვრიდან ახალი სტანდარტები ამოქმედდება, ისინი კი, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, მუშაობას ვერ გააგრძელებენ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 2000-მდე სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებიც გონივრულ ვადებში დაწესებულ ახალ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, მუშაობა არ უნდა გააგრძელონ.

„სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ახალი სტომატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოგვმართონ. ჩვენი შესაბამისი სამსახური, რეგულირების სააგენტო, ადგილზე მივა, შეამოწმებს ამ კრიტერიუმების მიხედვით, არის თუ არა ინფრასტრუქტურა მოწყობილი, არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები, ასევე სხვადასხვა სკრინინგებთან და აცრებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. კლინიკებს ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება მოუწევთ, რადგან იქ მისული პაციენტი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს და სრულყოფილად შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. არსებულ კლინიკებს, ამ ორი თვის განმავლობაში, ექნებათ გამოსწორების შესაძლებლობა. დღეს 2000-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. ჩვენი შიდა სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სანებართვო პირობები. ასევე, სხვადასხვა საფასური, თუმცა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ან მინიმალურია ან საერთოდ არ არის. გონივრულ ვადებში ვინც ვერ შეძლებს ელემენტარული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ვფიქრობ, ასეთმა ვერ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

There was an issue retrieving stats. Please try again later.