GD Banner
Uncategorized

მორიგი Fake – „ტვ პირველმა“ ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სანქცირების ამბავი შეთხზა

როგორ შეთხზა “ტვ პირველმა” ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სანქცირების ამბავი – „ნაცმოძრაობის“ სატელიტი ტელევიზიის მორიგი Fake – რეპორტაჟი POSTV-მ ამხილა.

ტვ „პირველის“ მანიპულაციურ რეპორტაჟში ე.წ. საგამოძიებო გუნდი ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას სანქციები დაუწესა. მიზეზად კი რუსეთის მხარდაჭერა დაასახელეს. რეპორტაჟში მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ სანქცირებული კომპანია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

POSTV-ის სიუჟეტის თანახმად, ბრალდებები სიმართლესთან ახლოსაც არ არის და თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაფუძნებულ კომპანიაზე, ტვ „პირველი“ ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და რუსეთთან კავშირის გამო დღეს სანქცირებულია.

„ერთადერთი ნამდვილი ფაქტი, რაც რეპორტაჟში მოვისმინეთ, არის ის, რომ სანქცირებულია კვიპროსელი იურისტი და მისი კუთვნილი კომპანიები, თუმცა, ბიძინა ივანიშვილი აქ საერთოდ არაფერ შუაშია. ქრისტოდოლუს ვასილიადესს დაუწესა აშშ სახ. დეპარტამენტმა სანქციები. ქრისტოდოლუს ვასიალიადესის კომპანია 1984 წელს კვიპროსშია დაფუძნებული. იურიდიული მომსახურების თითქმის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. მათი საქმიანობა ვრცელდება რვა იურისდიქციაში და იურიდიულ მომსახურებას უწევენ 5000-ზე მეტ ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიას. ანუ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაფუძნებულ კომპანიაზე ,,ტვ პირველი,, გვიმტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა და რუსეთთან კავშირის გამო დღეს სანქცირებულია“, – ამბობს ავტორი.
აქვე აღნიშნულია, რომ ტვ „პირველის“ რეპორტაჟში მხოლოდ ერთი რამ არის სიმართლე – ქრისტოდოლუს ვასილიადესი და შესაბამისად მისი იურიდიული კომპანიები სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა, შტატების ვებ გვერდზე გარკვევით არის აღნიშნული, რომ ვასილიადესს და მის კომპანიებს სანქციები, რუსი ბიზნესმენის ალიშერ უსმანოვის გამო დაეკისრა.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი ნახსენები არ არის და ვერც იქნება, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ნაცჟურნალისტებმა თემა ჩახლართეს და, რა თქმა უნდა, აღნიშნული თემა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს.
„კრისტა ინვესტმენტ ლიმითედი“ 1998 წელს დაფუძნდა, ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და არ წარმოადგენს ვასილიადესის ან ლედრას საკუთრებას.
ერთადერთი, რაც ამ კომპანიებს წარსულში ერთმანეთთან აკავშირებდა, იყო იურიდიული და სარეგისტრაციო მომსახურება, ანუ ივანიშვილების კომპანია “კრისტა” იყო ერთერთი იმ 5000-ზე მეტი კომპანიიდან, რომელსაც აღნიშნული კომპანია მხოლოდ და მხოლოდ სარეგისტრაციო და იურიდიულ მომსახურეობას უწევდა.
და, რაც ყველაზე მთავარია, მას შემდეგ, რაც ამ კომპანიას ამერიკის სახელმწიფომ სანქციები დააკისრა, ივანიშვილებოის კომპანია “კრისტამ” ლედრასთან ყველანაირი კავშირი მაშინვე გაწყვიტა.
სანქციები ვერ გავრცელდება ვერც ბიძინა ივანიშვილზე და ვერც სხვა დანარჩენ 5 000-ზე მეტ კლიენტზე ვისაც ქრისტოდოლუს ვასილიადესის კუთვნილი იურიდიული ფირმები ემსახურებოდნენ. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზეც სწორედ ამ ინფორმაციას ამოიკითხავთ, ყველაფერი დანარჩენი ე.წ. “ნაც გამომძიებლების” ფანტაზიის ნაყოფია“, – ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.

აქვე ავტორი ამბობს, რომ. ე.წ გამომძიებელს რეპორტაში იმავეს უხსნის ადვოკატი ლაშა კალანდაძეც, თუმცა, ფაქტებს, რა თქმა უნდა, ამახინჯებენ და სათავისოდ ირგებენ.

„საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ ბიზნესმენები გარკვეული მიზნით კომპანიებს აფუძნებენ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სჭირდებათ იურიდიული და სარეგისტრაციო მომსახურება, სწორედ ამისთვის არსებობს ვასილიადესის მსგავსი სხვა ათასობით იურიდიული კომპანია. თუმცა, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ყოველთვის ცდილობენ ივანიშვილის მიმართ მსგავსი მავნებლური ტყუილები და მაშანტაჟებელი ფეიკ რეპორტაჟები მოამზადონ. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს მსგავსი უსუსური ფეიკებით ვერაფერს აკლებენ“, – ნათქვამია ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.

როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, აბსურდული ისტორია კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი რომ გამხდარიყო, კიდევ ერთი – ნახევრად ფეიკი მოიგონეს, რომელიც ჭორვილას მეფრინველეობის აგროკომპლექსს ეხება.

„ტვ „პირველი“ ამტკიცებს, რომ ივანიშვილის კომპანიამ საკუთარი კვალის წაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრისტოდოლუს ვასილიადესს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. სწორედ ამ მიზნით, კომპანია „კრისტამ“, რომელიც „აგრო ქართუს“ 100%-იანი წილის მფლობელი იყო, აღნიშნული ქონება ეკატერინა ხვედელიძეს გადაუფორმა.
მოდით, მივყვეთ ფაქტებს: „აგრო ქართუ“ არის კომპანია, რომელიც სოფელ ჭორვილაში საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს – მეფრინველეობის აგროკომპლექსი, სადაც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გამრავლება და შემდეგ მათი ბუნებაში გაშვება ხდება.
აგროკომპლექსის მოსაწყობად, „კრისტას“ სახელზე არსებული აქტივი, რომელიც ასევე ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, ეკატერინა ხვედელიძეზე გადაფორმდა, თანაც აღნიშნული ფაქტი მოხდა 2021 წლის ოქტომბერში, ანუ თითქმის 2 წლით ადრე ვიდრე ვასილიადესს სანქციებს დაუწესებდნენ.
ეს ტვ „პირველის“ გამომძიებლების კიდევ ერთი ტყუილი და მანიპულაციაა. ერთმანეთთან დააკავშირეს 2 ფაქტი, რომლებიც სხვადასხვა დროს მოხდა, და ასე გამოიტანეს აბსურდული დასკვნები. მეტიც, წარმოდგენილი ვითომ ფაქტებით დროშიც კი დაიკარგნენ”, – ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,932 ნახვა