რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ (კანდიდატის) სტატუსს, რატომ ვერ ხვდება ხალხი – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში კომენტარის სახით წერს.
სამადაშვილი თორნიკე გორდაძის ფეისბუქ სტატუსის შესახებ, სადაც საუბარია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, აღნიშნავს, რომ “მთვარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის”.
“მთვარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის და რაიმე სახის დაცვაა რუსეთის გავლენის გაზრდისგან. რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ სტატუსს, რატომ ვერ ხვდება ხალხი, ჩემთვის გაუგებარია”-წერს სამადაშვილი.
აქვე, სამადაშვილი “მთავარი არხის” ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას გამოხმაურებას იმის შესახებ, რომ “ეს ბოდვა ნამდვილად დომინანტურია, და სწორხაზოვანი და ზედაპირული აზროვნების ნიმუში”, სამადაშვილი პასუხობს- “ნუ რა ვიცი კვანტური ფიზიკა არაა ამის გაგება. საშუალო დონის ანალიზის უნარს მოითხოვს და ინტერნეტის დონეზე მოძიებულ ცოდნას”.