GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილის ინტერესი არის ერთადერთი – ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტოს არ დაადებდა კანონის პროექტს, რომელიც მართლწესრიგის უზრუნველყოფისთვის იყო გამიზნული

სალომე ზურაბიშვილის ინტერესი ყველა საკითხში არის ერთადერთი – ხელი შეუწყოს რადიკალური ოპოზიციის რადიკალიზაციას, მას სხვა მიზნები და ამოცანები არ გააჩნია, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, პრეზიდენტის მიერ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონზე ვეტოს დადება.

იონათამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის და რადიკალური ოპოზიციის ინტერესში მართლწესრიგის უზრუნველყოფა არ შედის.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, ვინაიდან რადიკალებს წესრიგისთვის ხელის შეშლის რესურსი არ მიეცეთ.

“ვეტოს არ დაადებდა ისეთ კანონის პროექტს, რომელიც მართლწესრიგის უზრუნველყოფისკენ იყო გამიზნული, მათ შორის, აქციის მონაწილეებისათვის. ეს, ცხადია არც რადიკლური ოპოზიციის და არც პრეზიდენტის ინტერესში არ შედის. შესაბამისად, ვეტო იქნება დაძლეული, ვინაიდან რადიკალურ ოპოზიციას, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები, არასდროს ექნებათ რესურსი, ხელი შეუშალონ მართლწესრიგსა და განვითარებას.” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა