GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ორმხრივი შეხვედრები გაგრძელდება, დაახლოებით, 20 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას და პარლამენტების თავმჯდომარეებს შევხვდებით, ამ შეხვედრების მიზანი არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაა

დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტთაშორისი კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში კავშირის საქმიანობას გაუძღვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირის ხელმძღვანელად არჩეული იქნას პრეზიდენტი, რომელიც პოზიტიურად განწყობილი იქნება საქართველოს მიმართ, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის ამ კავშირს საგანგებო მნიშვნელობა აქვს.

„რამდენიმე გამორჩეული კანდიდატია, მათ შორის, კომუნიკაცია ორ ყველაზე ძლიერ კანდიდატთან მქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვინც არჩეული იქნება, იყოს პოზიტიურად განწყობილი საქართველოს მიმართ, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის ამ კავშირს საგანგებო მნიშვნელობა აქვს. ორმხრივი შეხვედრები გაგრძელდება და ამ დღეების განმავლობაში, დაახლოებით, 20 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას და პარლამენტების თავმჯდომარეებს შევხვდებით. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრების მიზანი არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაა. ვფიქრობ, რომ ეს ამ შეხვედრების შედეგადაც მიღწეულია იმ მხრივ, რომ ყველა შეხვედრაზე მყარი დასტური გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით და არაღიარების პოლიტიკიდან არგადახვევის. მათ შორის, იმ ქვეყნებიდან, სადაც დიპლომატიური დაფარვა არ გვაქვს და ზოგადად რთულია ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიური წარმართვა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა