GD Banner
უცხოური მედია

გაერო-მ ისრაელი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა

გაერო-მ ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ღაზას მოსახლეობის მიმართ „კოლექტიური სასჯელის“  გამოყენება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასეთ ქმედებებს სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს,-ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

გაერო-ს ადამიანთა უფლებების სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რავინა შამდასანმა შეშფოთება გამოთქვა ღზას მოსახლეობის ჩრდილოეთიდან სამხრეთში ევაკუაციის გამო და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები განიხილება, როგორც „იძულებითი გადაადგილება“.

„ადამიანების იძულებითი ევაკუაცია სრული ბლოკადის პირობებში სერიზულ შეშფოთებას იწვევს და კვალიფიცირდება, როგორც იძულებითი გადაადგილება, რაც წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს“,-აღნიშნა შამდასანიმ. მისივე თქმით, ღაზაში უსაფრთხო ტერიტორია აღარ არსებობს. 

გაერო-ს წარმომადგენელმა ასევე აღნისნა, რომ იარაღი, რომელსაც ისრაელი ღაზაში იყენებს, დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს. ეს კი, „ძნელად თავსდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებთან“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა