GD Banner
პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე, აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა.

„ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ ჩემმა ქვეყანამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის ასიათასობით ადამიანი. მე ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ მძიმე შედეგების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ჩვენ ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში. და ამის შედეგად, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა. ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და ასევე დაძაბულობა არის ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ შევძელით იმისათვის რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, თანაც ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრიც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა