GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტს, მამონაენგ მოკიტიმის შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეათე წლისთავი. მხარეებმა გამოთქვეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ხაზი გაუსვა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა და მამონაენგ მოკიტიმიმ ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და ლესოტოში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების საერთაშორისო გამოწვევები და მათი ნეგატიური გავლენა. ასევე, ისაუბრეს ცალკეულ სფეროებში (სახელმწიფო სერვისები, საგადასახადო სისტემა, ანტიკორუფციული მექანიზმები, განათლება და მედიცინა) გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების განმტკიცების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,047 ნახვა