GD Banner
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი – ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა ვერ ხერხდება

“თუ ბიძინა კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოლიგარქად თვითდაწინაურებული საფულის – დავით კეზერაშვილის ბრალი”- ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა ისე აატალახეს ოპოზიცია და ისე დაცალეს ტვინისგან, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა და დემოკრატიული გარდაქმნა ვერ ხერხდება.

მისივე განცხადებით, თუ ასე მოხდა, გაჯეჯილებული ქოცების დამარცხება მოგვიწევს.

“ევროკავშირის, ამერიკის და მთლიანად დასავლეთის გინებაში თუ ბიძინა კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოლიგარქად თვითდაწინაურებული საფულის – დავით კეზერაშვილის ბრალი. მათ ისე აატალახეს ოპოზიცია და ისე დაცალეს ტვინისგან, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა და დემოკრატიული გარდაქმნა ვერ ხერხდება. შლეგი ბელადის და ალიექსპრესის ოლიგარქის მოზელილ დიმპიტაურში სატრანზიტო დერეფანიც დაკარგონ, არ უნდათ. აი ეს იქნება დასავლეთის გინებისთვის სტატუსით დაჯილდოვების რეალური ახსნა – რამდენი ფორმალური ახსნაც არ უნდა მოვისმინოთ. თუ ასე მოხდა, გაჯეჯილებული ქოცების დამარცხება მოგვიწევს.” წერს ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა