GD Banner
უცხოური მედია

“ჯოჯოხეთი გავიარე” – მძევლობიდან გათავისუფლებული 85 წლის ქალი

“ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის ქალი, იოჩევედ ლიფშიცი ამბობს, რომ “ჯოჯოხეთი გაიარა” ღაზაში. ის ტყვედ ორ კვირაზე მეტ ხანს იყო. ქალი ორშაბათს ღამით გათავისუფლდა და თელ-ავივში, კლინიკაში გადაიყვანეს.

“მოტოციკლით მომიტაცეს, როცა ისინი ღაზასკენ მიდიოდნენ” – თქვა ქალმა, რომელიც ჟურნალისტებს ებრაულად ესაუბრებოდა, მის მონათხრობს კი შვილი თარგმნიდა. შვილმა ახსნა როგორ ედო ქალს თავი მოტოციკლის ერთ მხარეს, ხოლო ფეხები მეორე მხარეს ეკიდა. ქალმა თქვა, რომ სისხლჩაქცევები გაუჩნდა.

მისივე თქმით, გამტაცებლებმა ჯოხი დაარტყეს, სხვა პირებთან ერთად გადაიყვანეს მიწის ქვეშ, რამდენიმე კილომეტრი იარეს სველ მიწაზე:

“ქვემოთ არის გვირაბების უზარმაზარი, უზარმაზარი ქსელი. ობობის ქსელს ჰგავს”.
ლიფშიცმა თქვა, რომ ექიმები და მედპერსონალი ელოდნენ მათ მიღებას. თავდაპირველად 25 სხვა ადამიანთან ერთად იყო ჯგუფში, შემდეგ, გამტაცებლებმა ის უფრო მცირე ჯგუფში მოათავსეს 5 სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც იგივე ადგილიდან გაიტაცეს, საიდანაც ის.

“როდესაც იქ მივედით, ხალხმა გვითხრა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ყურანის და ისინი ზიანს არ მოგაყენებენ. […] იყვნენ მცველები, პარამედიკოსი და ექიმი, რომლებიც ზრუნავდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვექნებოდა წამალი, რაც გვჭირდება”, – თქვა ქალმა.
ლიფშიცმა თქვა, რომ მათ ლეიბებზე ეძინათ და გვირაბებს აღწერდა, როგორც ძალიან სველ, ყველგან ნესტიანს”. მისივე თქმით, იკვებებოდნენ თეთრი ყველითა და კიტრით – იგივე საკვებით, რაც დამტყვევებელებს ჰქონდათ.

“ეს არ დასრულებულა, სანამ ყველა სახლში არ არის” – უთხრა უკვე ყოფილმა მძევალმა ჟურნალისტებს.

ისრაელი ამბობს, რომ “ჰამასის” ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანი რჩება. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,291 ნახვა