GD Banner
უცხოური მედია

ისრაელი სასკოლო პროგრამიდან გრეტა ტუმბერგის სახელს ამოშლის

„მას უფლება არ აქვს, იყოს მისაბაძი მაგალითი“- ისრაელი სასკოლო პროგრამიდან გრეტა ტუმბერგის სახელს ამოშლის. ინფორმასციას Jerusalem Post ავრცელებს.

გადაწყვეტილება, რომელიც ისრაელის განათლების სამინისტრომ მიიღო, უკავშირდება აქტივისტის მიერ ღაზას სექტორისა და პალესტინელების მხარდაჭერას. 

„ჰამასი ტარორისტული ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია 1400 უდანაშაულო ისრაელელის მკვლელობაზე. მათ შორის ბავშვების, მოხუცებისა და ქალების.. ჰამასს ღაზაში ტყვედ ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი. გრეტა ტუმბერგი ასეთი პოზიციის გამო, არ იმსახურებს იყოს მაგალითი  მორალური და საგანმანათლებლო თვალსაზრისით. მას აღარ აქვს უფლება, ისრაელელი ახალგაზრდობის მისაბაძი მაგალითი იყოს“,-განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა გრეტა ტუმბერგმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ცეცხლი, აღადგინოს სამართლიანობა პალესტინელებისა და ყველა დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ.

ამის შემდეგ აქტივისტმა დააზუსტა, რომ ის გამოდის  „პალესტინური დაჯგუფება ჰამასის მიერ განხორციელებული საშინელი თავდასხმების წინააღმდეგ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,799 ნახვა