GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე – ებერტის ფონდის დაფინანსებით და „ინდიგოს“ ორგანიზებით იმართება პრეზენტაცია „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“, რომლის მიზანია იმ ტიპის რადიკალური საპროტესტო აქციების აქტუალიზაცია-პოპულარიზაცია, რისთვისაც ახლა ჯარიმებს უფარავენ მათ მონაწილეებს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რადიკალურ აქციებში მონაწილეებს, რომლებსაც ცოტა რამ აქვთ საერთო ტრადიციულ სამოქალაქო აქტივიზმთან, ჯარიმები დაუფინანსეს ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომ შემდგომში კიდევ უფრო აგრესიულად იმოქმედონ და ჯარიმების შიში მოეხსნათ, უკვე მეორე აქტივობა დაიწყო, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემის „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ შესახებ, რომლის პრეზენტაცია „ინდიგოს“ ორგანიზებით გაიმართება.

ექსპერტის თქმით, სამოქალაქო აქტივიზმი და ადამიანის უფლებების დაცვა, მხოლოდ შესაფუთი მასალაა, რეალურად კი, მიზანია რადიკალური საპროტესტო აქციების პოპულარიზაცია.

„მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რადიკალურ აქციებში მონაწილეებს, რომლებსაც ცოტა რამ აქვთ საერთო ტრადიციულ სამოქალაქო აქტივიზმთან, ჯარიმები დაუფინანსეს ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომ შემდგომში კიდევ უფრო აგრესიულად იმოქმედონ და ჯარიმების შიში მოეხსნათ, უკვე მეორე აქტივობა დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ პრაქტიკას თეორიით გამაგრება სჭირდება და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით და „ინდიგოს“ ორგანიზებით იმართება პრეზენტაცია: „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში.“ სცენარი არის ტკივილამდე ნაცნობი. შესაფუთი მასალა – სამოქალაქო აქტივიზმი, უფლებების დაცვა და ა.შ. მიზანი კი ზუსტად იმ ტიპის რადიკალური საპროტესტო აქციების აქტუალიზაცია-პოპულარიზაცია, რისთვისაც ეხლა ჯარიმებს უფარავენ მათ მონაწილეებს. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, პროცესი დაწყებულია და ის არ გაჩერდება, ვიდრე არ გააჩერებენ.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,042 ნახვა