GD Banner
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ზესტაფონს, თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის ორგანიზაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი უხელმძღვანელებს; თერჯოლის ორგანიზაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე; •ტყიბულის ორგანიზაციას – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

იმერეთის მხარეში პარტიული კონფერენციები 25 და 26 ოქტომბერსაც ჩატარდება. ხვალ კონფერენციები სამტრედიაში, ხონსა და წყალტუბოში გაიმართება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა