GD Banner
უცხოური მედია

ჟოზეფ ბორელი: ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება ისრაელს, ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ უდანაშაულო პალესტინელი ხალხის მდგომარეობაც. ისინიც „ჰამასის“ მსხვერპლები არიან

ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება ისრაელს, რადგან ებრაელებზე ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშაა სახელმწიფო. ეს ძალიან მკაცრი ფორმებითაა დასაგმობი და ამას ვაკეთებთ, ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ უდანაშაულო პალესტინელი ხალხის მდგომარეობაც. ისინიც ჰამასის მსხვერპლები არიან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.

„არ დაგვავიწყდეს უკრაინა, სადაც ბრძოლა გრძელდება. უკრაინის ომს და ისრაელის ომს აქვს განსხვავებული მიზეზები და განსხვავებულ გავლენებს ახდენენ, მაგრამ ორივე ომს შოკის ტალღები აქვს მსოფლიოსთვის და რუსეთს რა თქმა უნდა სურს სათავისოდ გამოიყენოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ შეშფოთებულები ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობით და თითოეული ადამიანის ბედით. ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში დაღუპული თითოეული მშვიდობიანი ადამიანის შესახებ თანაბრად უნდა გამოვთქვათ შეშფოთება. უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა. ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება ისრაელს, რადგან ებრაელებზე ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშაა სახელმწიფო. ეს ძალიან მკაცრი ფორმებითაა დასაგმობი და ამას ვაკეთებთ, ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ უდანაშაულო პალესტინელი ხალხის მდგომარეობაც. ისინიც „ჰამასის“ მსხვერპლები არიან“, – აღნიშნა ბორელმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა